Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    აგვისტო 22, 2011

    „ქლინ ენერჯი“ საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

    „ქლინ ენერჯი“ მოსახლეობასთან მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროექტის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. მოსახლეობასთან შეხვედრას წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტების გამგებლებთან,  რომელიც 14 ივნისს ჩატარდა.

    პირველი შეხვედრები 19 და 20 ივლისს გაიმართება. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იმ მოსალოდნენ ზეგავლენებზე, რომელიც შესაძლოა პროექტმა იქონიოს ადგილობრივ ეკოსისტემაზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პირველ სამუშაო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება შეხვედრების შედეგად მიღებული შენიშვნები.

    ბრიტანული კომპანია „მოტ მაკდონალდი“ და ქართული კომპანია „გამა კონსალტინგი“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ შერჩეულ იქნენ კონსულტანტებად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესასწავლად.

    19 ივლისს საჯარო შეხვედრები ჩატარდება ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ხოლო 20 ივლისს – ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში