Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ოქტომბერი 22, 2015

    აჭარისწყალი ჯორჯია საოჯახო ბიზნესს პროექტებს აფინანსებს

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად მცირე ბიზნესის განვითარებების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში.  პროგრამის ფარგლებში ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში დაფინანსდა სამხატვრო სახელოსნოს მშენებლობა.

    ხოზრევანიძის ოჯახის ორი წევრი მხატვარია,  ოჯახმა გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით, სახლთან ახლოს, სამხატვრო სახელოსნო აეშენებინა, თუმცა არასაკამარისი ფინანსების გამო, სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ხოზრევანიძეების ოჯახი „საოჯახო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს.

    ხოზრევანიძეების მიზანია, სახელოსნოში დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეასწავლონ ხატვა და ხეზე კვეთა.