Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    სექტემბერი 12, 2015

    შუახევი ჰესზე სტუდენტების სტაჟირება იწყება

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ სოციალური პროექტების ფარგლებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას ახორციელებს.

    გასაუბრების შედეგად, სადაც რამდენიმე ათეული სტუდენტი  მონაწილეობდა, სამი მათგანი შეირჩა.  კონკურსის პროცესში უპირატესობა მიენიჭა პროექტის არეალში მცხოვრებ სტუდენტებს.

    ,,შუახევი ჰესის“ მშენებლობის პროექტში სტუდენტების ჩართულობა საქართველოს ჰიდროენერგო სექტორის პროფესიონალი  კადრებით  გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    სტაჟრების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს.  სტუდენტები როტაციის პრინციპით მუშაობენ სხვადასხვა ობიექტებზე,  მონაწილეობას იღებენ ელექტროსადგურისა და კაშხლების მშენებლობაში, ასევე ჩართულები არიან გვირაბების გაყვანის სამუშაოებში.

    სტაჟირება ანაზღაურებადია და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.