სიახლეები
აჭარისწყალი ჯორჯიამ 300 ძირი კოლხური მუხის ნერგი დარგო
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება დაიწყო.
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს კომპანიის თანამშრომლებმა აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტიტის სოფელ ნიგაზეულში 1148კვმ მიწის ფართობზე გარემოზე მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 300 ძირი კოლხური მუხის ნერგი დარგეს.
„აჭარისწყალი ჯორჯია“ იღებს ვალდებულებას განახორციელოს ოფსეტური ღონისძიებები, რაც გულისხმობს პროექტის საჭიროებისათვის ამოღებული ეკოსისტემების ექვივალენტური ტყის ჰაბიტატების ან სხვა ტიპის ეკოსისტემების/მცენარეულობის თანასაზოგადოებების აღდგენას. კერძოდ, იმ ხეების მოჭრის შემთხვევაში, რომელებიც არ არიან შეტანილნი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ – უნდა დაირგას ორი ასეთი ჯიშის ან მსგავსი ადგილობრივი ხე. ხოლო, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მერქნიანი სახეობების მოჭრის შემთხვევაში, უნდა დაირგას 10 ასეთივე ჯიშის ან მსგავსი ადილობრივი ხე.
მსგავს ღონისძიებებს კომპანია მომავალშიც გააგრძელებს.