Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    აპრილი 23, 2015

    თემების გაძლიერების პროექტები იწყება

    2015 წლის 22 აპრილს თემების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ,,აჭარისწყალი ჯორჯიასა“ და „დემოკრატიის ინსტიტუტი“-ს წარმომადგენლებმა, პროექტის შესახებ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების, საჯარო სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, შსს-ს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

    პროექტის მიზანია ,,შუახევიჰესის“ მშენებლობის განხორიელების არეალში მცხოვრები ოჯახების ცხოვრების დონის გაუნჯობესება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა.

    კომპანია. პროექტს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ განახორციელებს.

    პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე გაიცემა გრანტები (საოჯახო საწარმოების ჩამოყალიბება, პროფესიული უნარების გამომუშავება, ინვენტარის შესყიდვა, სპეციალისტის დაქირავება და ა.შ) .სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს ხელი შეეწყობათ თვითდასაქმების უნარების გამომუშავებასა და საოჯახო საწარმოების (ბიზნესის) ჩამოყალიბებაში.

    ერთი გრანტის ოდენობა: 1000 ლარიდან – 22.000 ლარამდე.
    პროექტი განხორციელდება შემდეგ სოფლებში:
    შუახევის მუნიციპალიტეტი: ახალდაბა, ჩანჩხალო, მახალაკიძეები.
    ხულოს მუნიციპალიტეტი: დიდაჭარა, დიაკონიძეები, ღურტა, იაკობაძეები, ვაშლოვანი, წაბლანა, წაბლიანი.