სიახლეები
სატიშ ბჰატი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დაიკავებს
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სატიშ ბატი უერთდება. დღეიდან ის, საქართველოში სიდიდით მეორე, 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესს და ენერგო სექტორის მნიშვნელოვან მოთამაშეს უხელმძღვანელებს.
სატიშ ბატს აქვს ელექტროენერგეტიკის სფეროში მუშაობის 32-წლიანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს ბიზნესის განვითარების, პროექტების განხორციელების, ექსპლუატაციისა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებებს. მისი კვალიფიკაცია განახლებადი ენერგიის სფეროში გულისხმობს აუთვისებელ ობიექტებზე მზის ენერგიის პროექტების შემუშავება-განხორციელებას, ასევე საქმიანობას შერწყმის, შესყიდვების და საზიარო სადაზღვევო კომპანიის მართვის სფეროებში. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს თერმული, ჰიდრო (მათ შორის ტუმბო-საცავის მქონე), განაწილებული გამომუშავების და მზის ფოტოელემენტების სადგურების ექსპლუატაციას და მატერიალურ–ტექნიკურ უზრუნველყოფას. სატიშ ბატი არის განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე არაერთი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.
,,განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების და მდგრადობის პროცესში. შუახევი ჰესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგო ობიექტი საქართველოსთვის, რომელიც აძლიერებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას. ჩემთვის დიდი პატივია, ვიმუშაო გუნდთან ერთად, რომლის თითოეული წევრი წლების მანძილზე ქმნის წარმატებული ენერგო პროექტის ისტორიას.’’ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბატმა.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ მფლობელებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Envest და ინდური Tata Power LTD. შუახევი ჰესი დაფინანსებულია წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წელს დაიწყო.