Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ოქტომბერი 20, 2022

    შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს  შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ ენერგო სექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიის მფლობელებს წარმოადგენენ ნორვეგიული Clean Energy Invest და ინდური TaTa Power. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 550 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. დღეს, შუახევი ჰესი დადგმული სიმძლავრით არის ყველაზე დიდი ენერგო ობიექტი ენგურის შემდეგ.