Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ნოემბერი 19, 2021

    ასბიორნ გრუნდტი და ტრონ ენგბრეტსენი კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებად დაინიშნენ

    ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’  მოხარულია გაცნობოთ, რომ ასბიორნ გრუნდტი და ტრონ ენგბრეტსენი კომპანიის  სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებად წარადგინეს.

    ასბიორნ გრუნდტს აქვს უზარმაზარი ცოდნა საერთაშორისო ჰიდრო-ენერგეტიკული სექტორის შესახებ. ის იყო ევროპის ქარის და მზის ბაზრის ოპერატორი (EVP), IT და მუშაობდა საერთაშორისო ჰიდროენგეტიკის საკითხებზე Statkraft-ში. ის ასევე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში Norsk Hydro-ს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერაციებზე. ასბიორნ გრუნდტი იყო SN Power-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

    დღეს, ასბორნ გრუნდტი მუშაობს Statkraft-ში ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე და  ხელმძღვანელობს ერთეულს „მფლობელობა“  – Business Area Production-ში, რომელიც აკონტროლებს Statkraft-ის საკუთრების ინტერესებს ჰიდრო-ენერგეტიკულ სექტორში. ის ამავდროულად არის Agder Energi-ს, Eviny-სა და Skagerak Energi-ის არააღმასრულებელი საბჭოს წევრი.

    ტრონ ენგბრეტსენი აქვს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში. ის იკავებდა SN Power-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას, იყო სამხრეთ ნორვეგიის რეგიონალური დირექტორი, ენერგიის გენერაციის დირექტორი და Statkraft-ის საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი.  მუშაობდა ფილიპინებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, პერუში, ჩილეში, თურქეთსა და ალბანეთში. მისი პასუხისმგებლობის ქვეშ განხორციელდა Moglice HPP-ის მშნებლობა.

    ტრონ ენგბრეტსენი იყო Finnmark Energi AS-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, Trondheim Energi AS, KVO, Oslo Energi-ს სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. ის დღემდე არის არის TEJV-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჩილეში.