სიახლეები
ივნისი 06, 2021
ახალი ბიზნეს პროექტები დაფინანსდა
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ თემების მხარდაჭერის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური პროექტები დააფინანსა.
სოფელ ჩანჩხალოში დაფინანსდა 18 მცირე ბიზნეს პროექტი, ხოლო სოფელ ყინჩაურში 9. პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება საქმიანობის სფეროს მიხედვით : საოჯახო სასტუმროები, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა და ა.შ.
ადგილობრივი თმების მხარდაჭერის მიზანია რეგიონის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. სოციალური პროექტების დაფინანსებას კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია‘’ მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.