სიახლეები
მოსწავლეთა სპორტული ტურნირი ხულოში
14 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სახელობის მოსწავლეთა სპორტული ტურნირი გაიმართა.
ტურნირი მოსწავლეთა პროექტის „შესაძლებლობა, შედეგი“ ფარგლებში ხორციელდება და მიზანი თემის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში , ბათუმში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს. ფორუმის მონაწილე კომპანია – „აჭარისწყალი ჯორჯია“ გახდა მოსწავლეთა პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი.
დაგეგმილ ტრუნირში მოსწავლეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში (მკლავჭიდი, ფეხბურთი და სხვა.) იასპარეზეს.
შეხვედრას მოსწავლეთა პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები, დირექტორები, რესურსცენტრისა და თემის წევრები დაესწრნენ.