Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    მაისი 12, 2012

    საინფორმაციო შეხვედრა გზშ-ს ანგარიშის შედეგებზე

    მიმდინარე წლის 3 მაისს, ბათუმში, აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროეტის ფარგლებში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო დაინეტრესებული მხარეების ინფორმირება პროექტის საბოლოო სქემის შესახებ და ასევე,  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შედეგების წარდგენა.

    შეხვედრა გახსნა პროექტის დირექტორმა ბიორნ ბრენდზეგმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა კომპანიის სტრუქტურა,  პროექტის საბოლოო დიზაიანი და მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას ატიური მონაწილეობა მიეღოთ პროექტის განხილვაში და გამოეხატათ მათი მოსაზრებები/შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით.

    საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) სამხრეთ კავკასიის მენეჯერმა თომას ლუბეკმა ისაუბრა IFC-ის ჩართულობაზე პროექტში.

    ბსგზშ-ს შედეგებზე საპრეზენტაციო მასალები წარადგინა მოტ მაკდონალდის წარმომადგენელმა ვანესა ჰოვალანდმა. ასევე მიმოიხილა პროექტის ძირითადი ზეგავლენა ბუნებაზე  და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების გეგმები.

    ქლინ ენერჯი გრუფის სოციალური პოლიტიკის სპეციალისტმა, ანნა-თუნა სტაინსვიკმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა და კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეები დადებითად შეხვდნენ ამ გეგმას და აღნიშნეს, რომ მსგავი ვალდებულებები აუცილებელი უნდა გახდას ყველა ინვესტორისთვის.

    IFC-ის გარემოსდაცვის მთავარმა სპეციალისტმა აკირა ტანაბემ მიმოიხილა მსოფლიო ბანკის ჩართულობა პროექტში და IFC-ის სტანდარტები ჰიდროენერგო პროექტების მიმართ.

    კომპანიამ შეხვედრაზე მოიწვია დამოუკიდებელი ექსპერტი ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შავი ზღვის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი რეზო გორაძე, რომელმაც მიმოიხილა შავი ზღვის ორაგულის მიგრაციის პროცესი და წარადგინა საკუთარი მოსაზრებები ყველა დამბაზე თევზსავალების არსებობის თაობაზე, რათა არ დაირღვეს კავშირი კალმხსა და ორაგულს შორის.

    შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი პრაქტიკა – შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან ძალიან სასარგებლო და სწორი მიდგომა მსგავსი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისათვის და სთხოვეს კომპანიის წარმომადენლებს გაითვალისწინონ მათი მოსაზრებები.

    აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები.