Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ივნისი 11, 2012

    გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა

    მდ. აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის ფარგლებში შედგა შეხვედრა მოსახლეობასთან:

    • 8 ივნისს 11 საათზე -ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში;
    • 8 ივნისს 16 საათზე – შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში;
    • 9 ივნისს 11 საათზე – ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში;
    • 9 ივნისს 14:30 საათზე – სოფელი აჭარისწყლის ადმინისტრაციულ შენობაში.

    საჯარო შეხვედრის პროგრამა:

    • ინფორმაცია კომპანიია შესახებ, პროექტის მოკლე აღწერა;
    • ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში;
    • მიწის შესყიდვის პროცედურები;
    • სუფთა განვითარების მექანიზმი;
    • გასაჩივრების მექანიზმი.

    შეხვედრებს ესწრებოდნენ გამგეობების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი სოფლის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

    „აჭარისწყალი ჯორჯია“-მ წარადგინა კომპანია და მოკლედ მიმოიხილა პროექტი.  ქართულმა სამეცნიერო-კვლევითმა ფირმა „გამა კონსალტინგ“-მა წადაგინა გზშ-ს ანგარიში, პროექტის ზეგავლენა ადგილობრივ გარემოზე და შემარბილებელი ღონისძიებები.

    შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიწის შესყიდვის პროცედურები, მეთოდები და მიდგომები. პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შეძენა. კომპანია გეგმავს კომპენსაცია გასცეს, როგორც კერძო მესაკუთრეებზე, ასევე მოსარგებლეებზეც მიუხედავად მათი იურიდიული სტატუსისა.

    კომპანიამ ასევე საპრეზენტაციო მასალები წარადგინა სუფთა განვითარებისა მექანიზმზე. რადგანაც პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია, კომპანია გეგმავს სგმ-ს კრედიტების მოპოვებას, რომლის გარეშეც პროექტი ფინანსურად არ არის განხორციელებადი.

    კომპანიის მიზანია ინფორმაციის საჯაროობა და გამჭირვალობა. ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, თითოეული მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განთავსდა კომენტარებისა და რეკომენდაციების ყუთები. კომპანიამ შეიმუშავა საჩივრების რეგისტრაციის სისტემა, სადაც მოხდება თითოეული კითხვის/შენიშვნის რეგისტრაციას და შესაბამისი რეაგირება.