27 იანვარს, სასტუმრო შერატონ თბილისში გამართულ საერთაშორისო ფორუმს – საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში დაესწრო. საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებთან პრაშანტ ჯოშმა ისაუბრა ქართული ენერგო სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, შუახევი ჰესის შესახებ.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა ჰიდროენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების, ინვესტიციების მოზიდვის და საკანონმდებლო რეგულაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.
საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020 საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან.