Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    დეკემბერი 05, 2019

    საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან

    „აჭარისწყალი ჯორჯია“ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან „შუახევი ჰესის“ ოპერირებაში შესვლასთან დაკავშირებით. 27 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა მახალაკიძეების საჯარო სკოლაში რაბათის უბნის მაცხოვრებლებთან. შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია კაშხლის, წყალსაცავების და ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების შესახებ. ასევე ისაუბრეს იმ ამკრძალავი ნიშნების შესახებ, რომლებიც განთავსდება კაშხლის ქვედა ბიეფში. მოსახლეობა დაინტერესდა ჰესის ექსპლუატაციის დროს თუ რა რაოდენობის ეკოლოგიური ხარჯი დარჩება მდინარეში, კომპანიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ მდინარეში ყველაზე მცირე მოდინების დროსაც შენარჩუნდება სანიტარული ხარჯი, რაც აუცილებელი იქნება ადგილობრივი ეკოსისტემის შესანარჩუნებლად.

    28 ნოემბერს მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შუახევის ქალთა ოთახში. შეხვედრას ესწრებოდნენ ძირითადად ადგილობრივი მანდილოსნები. 2 დეკემბერს კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა სხალთის თემში, რომელსაც ესწრებოდნენ სოფელ წაბლანას, კვატიის, ყინჩაურისა და ჭერის წარმომადგენლები. ადგილობრივების მოთხოვნით დაიგეგმა მსგავსი საინფორმაციო შეხვედრის მოწყობა სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.