სიახლეები
პრაშანტ ჯოში ჰიდროენერგო ფორუმს დაესწრო
დღეს, სასტუმრო ბილტმორში გამართულ საერთაშორისო ჰიდროენერგო ფორუმს, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში დაესწრო. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ჰიდროენერგო სექტორის განვითარების პროცესში არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.
,,საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი განავითაროს ჰიდროენერგო რესურსი და გაზარდოს ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება. ამავდროულად მნიშვნელოვანია ყველა ენერგო პროექტი განხორციელდეს დაინტერესებული მხარეების, როგორიც არის მთავრობა, არასამთვრობო სექტორი, ადგილობრივი მოსახლეობა, მედია აქტიური ჩართულობით. ძალიან მისასალმებელია რომ სამოქალაქო საზოგადოება ასე აქტიურია საქართველოში, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ყველა საკითხზე სასუბროდ. რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, მიმაჩნია სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის ფილოსოფია რომლის განხორციელებაც ყველა ენერგო პროექტის საქმიანობის ნაწილი უნდა იყოს.“
ღონისძიება თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენეგეტიკის განვითარების ფონდის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ენერგო საექტორის წარმომადგენლები.