სიახლეები
შეხვედრა სტიპენდიანტებთან
დღეს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში, შუახევი ჰესის პროექტის მიერ, საგანმანათლებო პროექტის ფარგლებში, დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა.
,,შუახევი ჰესის პროექტი უკვე მეხუთე წელია რაც სტუდენტების განათლების მიღებას აფინანსებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტბში. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო თითოეული მათგანისგან მოგვესმინა: რა გეგმები აქვთ, ჩვენმა ფინანსურმა მხარდაჭერამ რა როლი იქონია მათ წარმატებაში, რას გვირჩევდნენ რომ დაფინანსების კუთხით შეგვეცვალა ან რა სახის საგანმანათლებლო პროექტებისთვის დაგვეჭირა მხარი სამომავლოდ, ვფიქრობ საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა“ – განაცხადა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.
კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიამ ადგილობრივი სტუდენტების დაფინანსება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და სახელწიფოს და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში 2014 წლიდან დაიწყო. კომპანიის მიერ დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა დღეს რამდენიმე ათეულს აღწევს. დაფინანსების პროცესი ყოველწლიურად მიმდინარეობად გამჭირვალედ და მკაცად განსაზღვრული სტანდერტების შესაბამისად.
,,მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა კომპანიამ, რომელიც მცირე თუ მსხვილ ბიზნეს საქმიანობას ეწევა, თავისი როლი უნდა შეიტანოს საზოგადოების განვითარების პროცესში. ხშირად სოციალური პროექტები ფასადურ ხასიათს ატარებს და რეალურ ცვლილებებზე არ არის ორიენტირებული, მე ვფიქრობ, რომ შუახევი ჰესის საგანმანათლებლო პროექტებმა, რეალურად იქონია გავლენა ხულოსა და შუახევში მცხოვრები ახლგაზრდებისთვის ახალი პერსპექტივების გაჩენაზე“ – განაცხადა, სტუდენტმა ხატია ხიმშიაშვილმა.
შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში, რეგიონის გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული, არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა: სტუდენტების დაფინანსების; ენერგო სექტორის ფაკულტეტების სტუდენტების სტაჟირების; ადგილობრივი მასწავლებლების, დამამთავრებელი კურსის სტუდენტების და მოზარდებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი, აბიტურიენტების ინგლისურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პროგრამები; ამავდროულად ცნობიერების ამაღლების ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.