Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ნოემბერი 02, 2017

    განცხადება გვირაბების ინსპექტირებასთან დაკავშირებით

    კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აგრძელებს შუახევი ჰესის გვირაბების დათვალიერებას. კომპანიის ტექნიკური გუნდი, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ექპერტებთან ერთად ახდენენ ყველა ობიექტის ინსპექტირებას. პარალელურად, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოებიც, რათა მოხდეს გვირაბის ყველა ნაწილში შესვლა და სრულყოფილი დათვალიერება. ამიტომაც, გვირაბის შესასვლელებთან პერსონალის მოძრაობა დაკავშირებულია გვირაბიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებთან, რომელიც შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

    რაც შეეხება სხალთა-დიდაჭარის გვირაბს, დათვალიერების ფაზის დასრულების შემდგომ შესაძლებელი გახდება ტესტირების ჩატარება დაზიანების მიზეზის დასადგენად. კომპანიის ტექნიკური გუნდი დარწმუნებულია, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ სხალთა-დიდაჭარის გვირაბის ჩაკეტილი მონაკვეთის გასწვრივ არ მდებარეობს საცხოვრებელი სახლები, გვირაბი ღმად მიწის ქანებში გადის და ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება. მოსახლეობის უსაფრთხოება კომპანიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

    აქვე ავღნიშნავთ, რომ სხალთა ჰესის და „სხლათა-შუახევის“ დამაკავშირებელი 35კვ-იანი  ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.