Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ივლისი 13, 2017

    ISET-ის საზაფხულო სკოლის მონაწილეები შუახევი ჰესზე

    16 ივლისს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის (ISET) საზაფხულო სკოლის მონაწილეებს უმასპინძლა. ვიზიტის მიზანი იყო შუახევიჰესის ცოდნისა და გამოცდელების, პროექტის გამოწვევებისა და მიღწევების გაზიარება და შეფასება.

    „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ დეტალურად მიმოიხილა პროექტის ტექნიკური მხარე,  ისაუბრა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე. მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორმა ზვიად დიასამიძემ ისაუბრა კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და პროექტის ძირითად მიღწევებზე.

    პრეზენტაციების პარალელურად „აჭარისწყალი ჯორჯია“ პასუხობდა დამსწრეთა კითხვებს.  მონაწილეებმა შუახევი ჰესის შენობა და დიდაჭარის კაშხალიც მოინახულეს.