სიახლეები
![სიახლეები](https://agl.com.ge/storage/media/image/2023-11-21/21a444e0-8855-11ee-ac53-d555439bb9f7.jpg)
შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან
დღეს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მფლობელები და მენეჯმენტის წევრები საქართველოს პრემიერ-მინიტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის ,,შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოების წარმატებით დასრულების შესახებ და ამავდროულად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ქუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, TaTa Power-ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, Clean energy Invest-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანზეგი, TaTa Power-ის ფინანსური დირექტორი რამეშ სუბრამანიამი, ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კირე ოლაფ იოჰანსენი, კომპანიის დირექტორი რონი სოლბერგი, შუახევიჰესის ოპერირების ხელმძღვანელი ნარეშ თელგუ, მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორი ნანა გურგენიძე.