Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    ka.Feb 01, 2013

    შუახევში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნა

    მიმდინარე წლის 1 თებერვალს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ” ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში პროფესიული გადამზადების ცენტრი გახსნა.

    აღნიშნული ცენტრის მიზანია ადგილობრივი მოსახლობის გადამზადება  აჭარისწყლის ჰიდროელექტროკასკადის მშენებლობის დროს მათი დასაქმების მიზნით. კურსები ტარდება შემდეგ სპეციალობებში: შემდუღებლები, ელექტრიკოსები, მძიმე ტექნიკის ოპერატორები. მომავალში ასევე ჩატარდება კურსები მშენებლობის ზოგადი პროფილის მუშებისთვის. კურსების ხანგრძლივობაა 2 თვე და მას ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგები და ინსტუქტორები უძღვებიან. წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გადამზადების ცენტრი გათვლილია 45 მსმენელზე, თუმცა გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში კომპანია გეგმავს ორ ცვლაში მუშაობს და ერთდროულად 90 ადამიანის გადამზადებას. ხულოსა და შუახევის მასშტაბით დაგეგმილია 600 ადგილობრივი მაცხოვრებლის გადამზადება.

    პროფესიული გადამზადების ცენტრის გახსნის ცერემონიას შუახევისა და ხულოს გამგებლები, ადგილობრივი საკრებულოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.