მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, აჭარისწყალი ჯორჯიამ და საკონსულტაციო ფირმა მოტ მაკდონალდმა, სასტუმრო „ერა პალას“-ში ჩაატარა პროექტის გზშ-ს ფარგლებში შემუშავებული ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის ღია განხილვა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებთან ერთად ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პრიორიტეტების განსაზღვრა. კერძოდ:
– დაინტერესებული მხარეებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდება აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის შესახებ;
– დაინტერესებული მხარეების ინფორმირება ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის თაობაზე;
– დაინტერესებული მხარეების საჭიროებებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
– ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმის საზღვრების შეთანხმება;
– საკვლევ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პრიორიტეტებისა და ღონისძიებების განსაზღვრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დაინეტრესებულმა მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჰაბიტატებისა და სახეობათა კვლევა ადგილობრივი სპეციალისტების ჩართვით, რათა სამშენებლო საქმიანობებით რაც შეიძლება ნაკლები ზეგავლენა მიაყენოს ადგილობრივ გარემოზე.