Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    სექტემბერი 20, 2012

    მდინარის ეკოსისტემის კვლევა

     „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ განახორციელა მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების მეზო-ჰაბიტატიური კვლევა. კვლევის მიზანი იყო თევზების მიგრაციისა და პოპულაციის დეტალური შესწავლა და ასევე მდინარის ჰაპიტატების რუკაზე დატანა.

    კვლევა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდა. კვლევა განახორციელა მოტ მადლონალდ-მა შავი ზღვის მონიტორინგის სააგენტოს იხტიოლოგებთან ერთად. კვლევაში ასევე მონაწილეობდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყანი სპეციალისტი ალტე ჰარბი, ნორვეგიული კომპანია „სინტეფი“-ს ექპერტი, რომელიც ძირითადად მუშაობს თევზებზე მდინარის რეგულირების ზეგავლენის საკითხზე.    კვლევები ჩატარდება როგორც მდინარის წყალმცირობის, ასევე წყალუხვობის პერიოდში.

    მდინარის ეკოსისტემის კვლევა წარმოადგენს გრძელ-ვადიან მონიტორინგს, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება. დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და პრიორიტეტების განსაზღვრით, ფაზა II საშუალობას მოგვცემს სწორად განვსაზღვროთ მდინარის ეკოლოგიური ხარჯი და პროექტი შესაბამისი გარემოსდაცვითი ზომების გატარებით განხორციელედეს.