მიმდინარე წლის 10-16 ივლისს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ მასპინძლობდა 12 კომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 185 მეგავატიანი შუახევიჰესის მშენებლობის ტენდერში. ვიზიტის ფარგლებში კონტრაქტორებმა ასევე მოუნახულეს ყველა საპროექტო ზონა და მიიღეს ზოგადი ინფორმაცია საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობების შესახებ.
„აჭარისწყალი ჯორჯია“ ამზადებს სატენდერო დოკუმენტს, რომელიც 1 აგვისტოდან ხელმისაწვდომი იქნება ელექტრო-მექანიკური და სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტარქტორებისთვის. სატენდერო განაცხადის წარდგენის ვადაა 1 ნოემბერი.