Geo

    ისტორიები

     ისტორიები
    ივნისი 04, 2021

    მერაბ ბოლქვაძე, ინჟინერი

    მერაბ ბოლქვაძე ხულოში ცხოვრობს, მისი წარმატებული კარიერა უნივერსიტეტში გამართული ერთი საჯარო შეხვედრით დაიწყო, რომელსაც როგორც რიგითი სტუდენტი ესწრებოდა.  შესაძლებლობა რომელიც მიეცა გამოიყენა და დღეს ქვეყნის უმსხვილეს ენერგო პროექტში, ერთ-ერთ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პოზიციაზე მუშაობს.

     ,,2016 წელს საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჩვენი ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებს გვითხრა, რომ კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’  შუახევი ჰესის პროექტში აცხადებდა სტაჟირების პროგრამას. ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ნებისმიერ ენერგო პროექტში მუშაობა ბუნებრივია, რომ ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ხულოს რაიონიდან ვარ, შუახევი ჰესი  ჩემს თვალწინ შენდებოდა და ძალიან მინდოდა, რომ ერთ დღეს ამ პროექტში მემუშავა.“ - ამბობს მერაბ ბოლქვაძე

     

    კომპანიის წარმომადგენლები პროექტის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ კვირაში მივიდნენ,  სტუდენტებს უთხრეს რომ მათთვის კომპანიის კარი ღია იყო. მერაბმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი  მეორე დღესვე შეიტანა, თვლის რომ გაუმართლა, რადგან  საუკეთესო სტუდენტებს შორის გასაუბრებაზე ისიც მოხვდა. საბოლოოდ სამი სტუდენტი შეირჩა, მათ შორის მერაბიც.

     

    ,,ჩვენი სტაჟირების პერიოდი მთელი ზაფხული გაგრძელდა, ეს იყო ყველაზე საინტერესო, სიახლეებით სავსე ეტაპი ჩემი ცხოვრების. გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ძალიან საინტერესო პრაქტიკულ ცოდნას ვიძენდით, ასევე სიამოვნება იყო ამ მულტიკულტურულ ორგანიზაციაში მუშაობა, სადაც ალბათ ათი სხვადასხვა ქვეყნის არაერთი  წარმატებული ინჟინერი მუშაობდა. სტაჟირება ანაზღაურებადი იყო და ასევე ვსარგებლობდით ყველა იმ პირობით, რაც კომპანიის თითოეულ თანამშრომელს ჰქონდა. უნივერსიტეტში სწავლის განახლებასთან ერთად, ჩვენი სტაჟირებაც დასრულდა, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ დღეს ამ კომპანიის თანამშრომელი აუცილებლად გავხდებოდი.’’ - ამბობს მერაბ ბოლქვაძე.

     

    2017 წელს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ უკვე ოპერირების ეტაპისთვის ინჟინრების შერჩევა დაიწყო, მერაბმა გასაუბრება წარმატებით გაიარა და კომპანიის თანამშრომელი გახდა.

     ,,დღეს უკვე ოპერირების ინჟინერი ვარ, ჩვენს კომპანიაში დიდი და პატარა როლი არ არსებობს, ჩვენ ერთი მთლიანი რგოლის შემადგენელი ნაწილები ვართ და თითოეული ჩვენგანი როგორც კომპანიითვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ -  ყოველდღიურად ვმუშობთ 24/7 რათა  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შუახევი ჰესი მიერ გამომუშავბეული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიიღონ.  მე ვამაყობ, რომ ვარ კომპანიის ნაწილი, რომელსაც  აქვს მაღალი სამუშაო კულტურა და ფასეულობები ’’- ამბობს მერაბ ბოლქვაძე.

    https://cbw.ge/business/merab-bolkvadze-engineer-i-knew-that-one-day-i-would-become-a-part-of-this-company