Geo

    ისტორიები

     ისტორიები
    სექტემბერი 16, 2021

    შოთა მელიქიძე, ინჟინერი

    შოთა მელიქიძე პროფესიით მექანიკოსია. შუახევი ჰესზე 2015 წლიდან მუშაობს. მშენებლობის ეტაპზე მის საქმიანობას ტურბინების აწყობა წარმოადგენდა, დღეს მისი პასუხისმგებლობა მათი გამართულად ფუნქციონირებაა.

    შოთას სამუშაო დღე შუახევი ჰესის კემპზე იწყება. დილის საუზმეზე ინჟინრები ერთმანეთს ხვდებიან და შედგომ ერთად ინაცვლებენ ელექტროსადგურში სადაც დღის დაგეგმვა იწყება.

    ,,ელექტროსადგურში მისვლისთანავე, პირველი რასაც ვაკეთებ დაწყებული პირველი სართულიდან ბოლომდე დეტალურად ვამოწმებ გასული ღამის შემდგომ, რომ ყველაფერი რიგზეა. ჩემი საქმიანობა მექანიკურ სამუშაოებს უკავშირდება, შესაბამისად პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია.’’ - ამბობს შოთა.

    შოთას საქმიანობა ენერგო სექტორში ფარვან ჰესზე იწყება. 2015 წლიდან კი შუახევი ჰესის პროექტში ჩაერთო სადაც თავდაპირველად კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ კონტრაქტორი კომპანიის ALSTOM-ის თანამშრომელი იყო, რომლის პასუხისმგებლობასაც შუახევი ჰესის ტურბინების მონტაჟი წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ გრძელვადიანი თანამშრომლობა შესთავაზა და კომპანიის გუნდის წევრი გახდა.

    ,,შუახევი ჰესის განვითარების ყველა ეტაპი, როგორც მშენებლობა ასევე ოპერირება ერთნაირად საინტერესოა. მშენებლობის ეტაპზე მუდმივად პროცესში ხარ ჩართული, გაქვს კონკრეტული მიზანი რომელიც უნდა მიიყვანო ბოლომდე, ამ გზაზე გხვდება ბევრი გამოწვევა რასაც ლახავ და მუდმივად გაქვს წარმატების შეგრძნება. ოპერირების ეტაპს უფრო სიმშვიდე ახასიათებს. გაქვს კონკრეტული, გაწერილი გეგმა და მიყვები, თან იმდენად მაღალი ხარისხის აღჭურვილობაა გამოყენებული იმის ალბათობა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოვლინდეს ან განსაზღვრულ დროზე ადრე რომელიმე დეტალის ცვეთა მოხდეს პრაქტიკულად მინიმალურია. ოპერირების ეტაპზე ჩემი საქმიანობა პროცესის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ქმედებების დაგეგმვა და განხორციელებაა.“ - ამბობს შოთა.

    შოთას მსგავსად, ქართველი ინჟინრების უმეტესობა მშენებლობიდან ოპერირების ჩათვლით არის დაკავშირებული შუახევი ჰესთან. თვლის რომ ამ წლების მანძილზე, საუკეთესო გამოცდილება იყო თხუთმეტი სხადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ურთიერთობა, მათთან ერთად მუშაობა და მათი გამოცდილების გაზიარება.

    ,,შუახევი ჰესს დღეს უკვე ქართველი ინჟინრები მართვენ, თუმცა მშენებლობის ეტაპზე საქრთველოში ჩამოსული იყო დაახლოებით თხუთმეტი ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებსაც მსოფლიოს უმსხვილეს ენერგო პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, ყოველ დღე რაღაც ახალს და საინტერესოს ვსწავლობდი მათგან. როცა ენერგო სექტორში მუშაობა დავიწყე გარდა მშობლიური ენისა მხოლოდ რუსული ვიცოდი, გარდა ტექნიკური ცოდნისა, რომელიც ამ პროცესში შევიძინე დამატებით ორი ენაც ინგლისური და თურქულიც ვისწავლე“ - ამბობს შოთა მელიქიძე.

    მიჩნია რომ შუახევი ჰესმა მნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ენერგო სექტორის განვითარების პროცესში, როცა არაერთ ახალგაზრდა ინჟინერს მისცა თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა. ამ პროექტმა გაზარდა ახალი თაობა ინჟინრების, რომლებიც დღეს უსაფრთხოდ და ტექნიკური გამოწვევების გარეშე უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის გამომუშავებას.

    https://business-partner.ge/energetika/shuakhevi-hesma-kartveli-inzhinrebis-akhali-toba-gazarda-shota-melikidze-inzhineri