მედია ჩვენ შესახებ
STEM ბანაკში რეგისტრაცია იწყება
ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 17–19 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში 3-დღიანი „STEM ბანაკი“ გაიმართება.
ბანაკი 14-18 წლის შუახეველ ახალგაზრდებს უმასპინძლებს და მათ შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით.
რა ელოდებათ მონაწილეებს?
✔️ იდეის შექმნიდან პრაქტიკულ განხორციელებამდე სრული პროცესის გავლით, ინოვაციური და სამეწარმეო აზროვნების განვითარება;
✔️ იდეების გენერირების, პროტოტიპირების, Arduino-სა და მიკროელექტრონიკის საფუძვლების ათვისება;
✔️ ბანაკის დასკვნით ეტაპზე საკუთარი ბიზნესიდეებისა და ტექნოლოგიური პროტოტიპების წარდგენა ჟიურის წინაშე;
✔️ მონაწილეობის სერტიფიკატები.
ახალგაზრდების განათლებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარება „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
🔗 მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://lnkd.in/dTnDZRCB
📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი, 2026