სტატიები/ინტერვიუები
მაისი 12, 2021
აჭარისწყალი ჯორჯიამ 48 ბიზნეს პროექტი დააფინანსა
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას. შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში 48 ბიზნეს პროექტი დაფინანსდა.
შუახევი ჰესის ოპერირების ეტაპზე დაფინანსდა 27 ბიზნეს პროექტი. პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება საქმიანობის სფეროს მიხედვით: საოჯახო სასტუმროები, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა და ა.შ. შუახევი ჰესის მშენებლობის ეტაპზე დაფინანსდა 21 ბიზნეს პროექტი. მათი დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია წარმატებით მუშაობს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ მიზანია მხარი დაუჭიროს მაღალმთანი აჭარის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას და შექმნას ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია‘’ მომდევნო წლებშიც გააგრძელებს.
https://ipress.ge/news/biznesi/shuakhevi-hesma-48-biznes-proeqti-daaphinansa