Geo

    სტატიები/ინტერვიუები

     სტატიები/ინტერვიუები
    ka.Jan 28, 2024

    BMG: დიგიტალიზაცია და ახალი ტექნოლოგიები შუახევის ჰესების კასკადს გენერაციის ზრდაში დაეხმარა

    “აჭარისწყალი ჯორჯია” ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს. კასკადი აერთიანებს 178 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესსა და 9 მეგავატის სიმძლავრის სხალთა ჰესს. 

    კომპანიის მფლობელები არიან ნორვეგიული “ქლინ ენერჯი ინვესტი” და ერთ-ერთი უმსხვილესი ინდური ჰოლდინგი “ტატა ფაუერი”. მათ პროექტში $550 მილიონი დოლარის ინვესტირება განახორციელეს, რაც დღემდე ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საინვესტიციო პროექტად რჩება. ამასთან ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში აშენებული ყველაზე დიდი ენერგო ობიექტია. 

    ჰესი ოპერირებაში 2020 წელს შევიდა და უკვე მეოთხე წელია საქართველოს ელექტროსისტემას უწყვეტად აწვდის ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ყოველდღიურად მიეწოდება.

    შუახევის ჰესების კასკადის გამომუშავება ყოველწლიურად მზარდია. 2023 წელს შუახევი ჰესების კასკადმა ჯამურად 513 კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც დაახლოებით 10% გადააჭარბა საპროექტომაჩვენებელს. 2022 წელთან შედარებით კი გენერაცია 16%-ით არის გაზრდილი. 

    შუახევის ჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი ქვეყნის გენერაციაში დაახლოებით 5% შეადგენს. თუმცა 2023 წლის გამომუშავების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელიც გაზრდილია.

    რამ განაპირობა გაზრდილი გამომუშავება?

    რეკორდული მაჩვენებლის ელექტროენერგიის გამომუშავებაში მთავარი როლი ითამაშა ტექნოლოგიებმა. შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დანერგილია მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ დროში მონაცემების ზუსტი სენსორული მაჩვენებლებისა და ჰიდრავლიკური კონსტრუქციების, კაშხლების, გვირაბების და აღჭურვილობის ანალიზზე.

    ყოვლისმომცველი მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნები ხელს უწყობს გრძელვადიანი სტრატეგიების ჩამოყალიბებას. ჰიდრავლიკური კომპონენტების მუშაობაზე დაკვირვება საშუალებას იძლევა, სტრატეგიულად დაიგეგმოს ტექნიკური სამუშაოები, ოპტიმალური და ეფექტური გახადოს მუშაობის პროცესი.

    დიგიტალიზაცია

    შუახევის ჰიდროელექტროსადგურში დიგიტალიზაციის პროექტების ინტეგრაციამ მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია შემოდინების პროგნოზირებაში, ისეთი სისტემების გამოყენებაში, როგორიცაა პაუე- ლის შემოდინების პროგნოზირება და თოვლის საზომი კვლევები. ამ ტექნოლოგიურმა დანერგვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შემოდინების გამოთვლების სიზუსტე და უზრუნველყო ქსელში ელექტროენერგიის წარმოების ზუსტი დაგეგმვა უაღრესად საიმედო გზით.

    პაუელის პროგნოზირების სისტემა

    პაუელის პროგნოზირების სისტემის დანერგვა, რომელიც ინტეგრირებულია ამინდის მონიტორინგის სადგურებთან, გადამწყვეტი ნაბიჯია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში გაუმჯობესებული ოპერაციული ეფექტურობისთვის. ეს სისტემა იყენებს მოწინავე ალ- გორითმებს, ისტორიულ, 40-წლიან ჰიდროლოგიურ მონაცემებს და სტატისტიკური მონაცემების ანალიზს შემოდინების პროგნოზირებისთვის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეალურ დროში ინფორმაციის არსებობას, ეს კი უფრო ზუსტი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.

    თოვლის საზომი კვლევები

    დიგიტალიზაციის ინიციატივებში თოვლის საზომი კვლევების ჩართვა კიდევ უფრო აუმჯობესებს შემოდინების პროგნოზირების პროცესს. თოვლის დონის ზუსტი გაზომვა 10 იდენტიფიცირებულ სიმაღლესა და პირობებში იძლევა წყლის რესურსების ანალიზის საშუალებას, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურში შემოდინების ზუსტ გამოთვლებს.

    გაუმჯობესებული სიზუსტე შემოდინების გამოთვლებსა და გენერაციის პროგნოზში

    დიგიტალიზაციის პროექტებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შუახევის ჰიდროელექტროსადგურზე შემოდინების გაანგარიშების სიზუსტე. დახვეწილი პროგნოზირების სისტემებისა და თოვლის საზომი მონაცემების გამოყენებით, ელექტროსადგურს შეუძლია უფრო ზუსტად განსაზღვროს წყლის შემოდინება, რაც ზრდის ელექტროენერგიის წარმოების დაგეგმვის სიზუსტეს.

    შეჯამება

    შუახევიჰესების კასკადი ზრდის ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს საქართველოსენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლას. 

    ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად კომპანიის პრიორიტეტსწარმოადგენს უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები.

    კომპანიის მთავარ პრიორიტეტს, როგორც მშენებლობის ასევე ოპერირების ეტაპზე, ადგილობრივიმოსახლეობის დასაქმება წარმოადგენს. კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაამკვიდრა კორპორაციული პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი ქართულ ენერგოსექტორში. მშენებლობის პირველივე ეტაპიდან კომპანიამ დაიწყო სოციალური პროექტებისგანხორციელება, რომლის მთავარ მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება დარეგიონის გრძელვადიანი განვითარება წარმოადგენდა. კომპანია სოციალური პროექტებისგანხორციელებას, ელექტროენერგიის გამომუშავების ეტაპზეც აგრძელებს.