Geo

    სტატიები/ინტერვიუები

     სტატიები/ინტერვიუები
    ka.Feb 26, 2024

    BMG: ,,აჭარისწყალი ჯორჯიას'' კორპორაციული პასუხისმგებობა

    ,,აჭარისწყალი ჯორჯიას'' კორპორაციული პასუხისმგებლობა

    ჟურნალისტი: ნატალიკო თაქთაქიშვილი

    როგორია ენერგეტიკული კომპანიების პასუხისმგებლობა იმ თემების მიმართ, სადაც ენერგოობიექტის მშენებლობას გეგმავენ, ახორციელებენ და შემდგომ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ?! რამდენად ცდილობენ ენერგოსექტორის ინვესტორები მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით შეცვალონ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრება უკეთესობისკენ, აამაღლონ მათი ცხოვრების ხარისხი და გრძელვადიანად განავითარონ ის რეგიონი სადაც საქმიანობას ეწევიან.

    დღეს, ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითზე მოგიყვებით. ენერგოკომპანიაზე, რომელმაც ენერგოობიექტის მშენებლობის ეტაპზე ასობით სოციალური პროექტი განახორციელა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ოპერირების მეოთხე წელს, კვლავ აგრძელებს სოციალური პროექტების განხორციელებას.

    კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" - რომელიც ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს, იყო პირველი კომპანია ქართულ ენერგოსექტორში, რომელმაც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტი შექმნა. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, კომპანიამ ჯერ კიდევ შუახევი ჰესის მშენებლობის დაწყებამდე შეისწავლა რეგიონის საჭიროებები და შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავა გრძელვადიანი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია სადაც სამი მთავარი მიმართულება განსაზღვრა: განათლების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების მხარდაჭერა - მცირე ბიზნესის დაფინანსება და ინფრასტრუქტურული განვითარება.

    შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობის დაწყებიდან ოპერირების ეტაპის ჩათვლით ასობით სოციალური პროექტი განხორციელდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი - ყველა პროექტი იყო გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული და მეორე - ყველა პროექტი იგეგმებოდა და ხორციელდებოდა უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების მონაწილეობით.

    კიდევ უფრო კონკრეტულად

    განხორციელებულია 170-ზე მეტი სოციალური პროექტი, რომელმაც ჯამურად 10 000-ზე მეტ ადამიანს მოუტანა სარგებელი და დაფინანსებულია 70 მცირე მეწარმე. 

    სოციალური პროექტებისთვის დახარჯული თანხა - დაახლოებით 9 მილიონი ლარი

    • განათლება და ცნობიერების ამაღლება - 1 200 000 ლარი
    • ადგილობრივი თემების მხარდაჭერა - 4 550 000 ლარი
    • ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება - 3 000 000 ლარი

    ასობით სოციალური პროექტის შედეგი, რომელსაც ჩვენ წლების მანძილზე ვადევნებთ თვალს ნამდვილად შთამბეჭდავია. დღეს, განათლების მიმართულებით განხორციელებულ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მინდა გიამბოთ, რომელმაც საუკეთესო შედეგები აჩვენა. ეს პროექტი ჩვენს ობიექტივში ჯერ კიდევ გასულ წელს მოექცა.

    კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია", რამდენიმე წელია ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ცენტრს აფინანსებს. ხულოში მცხოვრებ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ხუთ საგანში: ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია, ბიოლოგია, მოემზადონ კომპანიის სრული დაფინანსებით.

    2023 წელს, მოსამზადებელი ცენტრის ყველა მოსწავლემ, აბსოლუტურად ყველა მოსწავლემ, წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, ქეთი შავაძემ, ინგლისურ ენაში 70 ქულიდან 70 მიიღო. მოსწავლეები ჩაირიცხენ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. ეს წარმატებული პროექტი, კარგი მაგალითია, მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს, რომელსაც სწორად აქვს განსაზღვრული მოქმედების სტრატეგია და პრიორიტებები, როგორ შეუძლია შეცვალოს მოკლევადიან პერსპექტივაში კონკრეტული ადამიანების ცხოვრება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ.

    კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" მიმდინარე წელსაც აფინანსებს აბიტურიენტების მოსამზადებელ ცენტრს. ჩვენი გადამღები ჯგუფი უახლოეს პერიოდში გაემგზავრება ხულოში და კიდევ უფრო მეტს მოგიყვებით კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" საგანმანათლებლო პროექტების შესახებ.

    ეს საგანმანათლებლო პროექტი ერთ-ერთია მრავალ წარმატებულ პროექტს შორის, რომელიც კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას“ სახელთან ასოცირდება. კომპანიის გუნდი მუდმივად კომუნიკაციაშია ადგილობრივ მოსახლეობასთან და ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება და ხორციელდება შუახევი ჰესის არეალში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური პროექტები.

    https://bm.ge/news/acharistsyali-jorjia-korporatsiuli-pasukhismgebloba