Geo

    სტატიები/ინტერვიუები

     სტატიები/ინტერვიუები
    ივნისი 17, 2023

    IPress: შუახევი ჰესმა 400 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია წლის პირველ ნახევარში გამოიმუშავა

    შუახევი ჰესმა 400 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია წლის პირველ ნახევარში გამოიმუშავა

    IPresss

    შუახევი ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავების საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია წლის პირველ ნახევარში.

    ,,შუახევი ჰესმა ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, პირველად გამოიმუშავა 400 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია წლის პირველ ნახევარში.  ამ პროცესს ხელი შეუწყო გახანგრძლივებულმა წვიმამ. ამავდროულად  მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი გუნდის წარმატებული საქმიანობა დაგეგმვაში, რესურსების  ოპტიმიზაციასა და ასევე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ელექტროენერგიის მიწოდების პროცესში. შუახევი ჰესი ოპერირებაში შესვლის დღიდან აძლიერებს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისკენ სვლას. “  - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა.

    შუახევი ჰესის ოპერირებაში 2020 წელს შევიდა. შუახევი ჰესი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს ქართული ენერგო სექტორისთვის, რომელიც დაახლოებით 4 პროცენტით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას.