Geo

    სტატიები/ინტერვიუები

     სტატიები/ინტერვიუები
    მარტი 10, 2020

    BMG: შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება დაიწყო

    5e8da0ad9c56e

    შუახევი ჰესის ჰიდროელექტრო სადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. პირველ ეტაპზე გაეშვა შუახევიჰესი (178 მგვტ), ხოლო სხალთა ჰესის (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

    ,,შუახევი ჰესმა წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და ჩვენ კომერციული ოპერირება დავიწყეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

    მისივე ინფორმაციით, რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთა ჰესი, რის შემგომაც უკვე შუახევის ჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება.

    „ჩვენ გვჯერა, რომ განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებთან ერთად, შუახევი ჰესი ქართული ენერგო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში”, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

    როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით და ხელს შუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ. შუახევი ჰესის ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგო პროექტს, რომელიც ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.