Geo

    აბჰიჯიტი ხელმძღვანელობს შუახევის ჰიდროელექტროსადგურის ოპერირების პროცესს და ენერგეტიკის სექტორში აქვს სამ ათწლეულზე მეტი გამოცდილება. ის პასუხისმგებელია აჭარისწყალი ჯორჯიას ჰიდროენერგეტიკული აქტივების უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, ამასთანავე, ხელს უწყობს საოპერაციო საქმიანობის დახვეწასა და უწყვეტ გაუმჯობესებას.

    აჭარისწყალ ჯორჯიაში მოსვლამდე აბჰიჯიტი მუშაობდა  სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე  Tata Power-ში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ტრადიციული, ისე განახლებადი ენერგიის მიმართულებებში. მისი გამოცდილება მოიცავს თბოენერგეტიკას, კომუნალური ენერგეტიკული სისტემების ოპერირებას, ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ფართომასშტაბიანი, ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთებული მზის ელექტროსადგურების მართვას. მას აქვს მრავალპროფილური გუნდების ხელმძღვანელობის, ენერგოაქტივების ეფექტიანობის ოპტიმიზაციისა და ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების მასშტაბური პროგრამების წარმატებით განხორციელების დიდი გამოცდილება.

    აბჰიჯიტს მიღებული აქვს აღმასრულებელი მენეჯმენტის მაგისტრის დიპლომი  რომელიც მოიცავს სტრატეგიულ მენეჯმენტს, ფინანსებს, ოპერაციების მართვას, საერთაშორისო ბიზნესსა და ორგანიზაციულ ლიდერობას.

    ელექტროსადგურის ხელმძღვანელი