Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    აპრილი 15, 2015

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ განცხადება

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 17 აპრილს კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლების გარდაცვალების და დაშავების გამო. ვუსამძიმრებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილთა და დაზარებულთა ოჯახებს.

    ჩვენი კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პროექტის მშენებლობის პროცესში თითოეული დასაქმებული ადამიანის შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვა. ჩვენ შეგვძრა ამ უბედურმა შემთხვევამ და პროექტის გუნდმა დაუყოვნებლივ დაიწყო შიდა მოკვლევა მომხდართან დაკავშირებით.

    ამ მომენტისათვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიმდინარეობს გამოძიება უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად და პროექტის გუნდი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

    დამატებითი განცხადება მომხდართან დაკავშირებით გაკეთდება ზემოთაღნიშნული მოკვლევის დასრულების შემდგომ.