სიახლეები
შუახევი ჰესის ფინანსური დახურვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკისმინისტრმა კახა კალაძემ, ინდოეთის უდიდესი ინტეგრირებული ენერგოკომპანიის „TATA POWER – ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანილ სარდანამ, „ქლინ ენერჯი ინვესტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბარდ მიკელსენმა, ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანზეგმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ელექტროენერგიისა და ენერგორესურსების განყოფილების დირექტორმა ნანდიტა პარშადმა, IFC-ის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ევროპის ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ვებკე შლომერმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) კერძო სექტორის პროექტების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაიკლ ბაროუმ ხელი მოაწერეს ,,შუახევი ჰესის’’ პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირ მემორანდუმს.
,,შუახევი ჰესის’’ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.
,,შუახევი ჰესის“ პროექტი საქართველოში პირველი კერძო საინვესტიციო პროექტია საერთაშორისო დაფინანსებით. პროექტის განხორციელების მიზნით IFC-მ 250 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიზიდა. ამ ინვესტიციიდან 90 მლნ. აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა (ADB), 90 მლნ. აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ხოლო 70 მლნ. აშშ დოლარი IFC-მ გამოყო.
,,შუახევი ჰესის’’ მშენებლობის პროექტს ინდურ Tata Power-სა და ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს.
შუახევიჰესის პროექტის ფარლებში დასაქმებულია 600 საქართველოს მოქალაქე. პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად, მოგების გადასახადის სახით მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ მიუჯეტში, რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონეს.
,,აჭარისწყალი ჯორჯია“ თავისი საქმიანობით ამკვიდრებს სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს. კომპანიას ყოველდღიურად შეაქვს თვისი წვლილი რეგიონის გრძელვადიანი განვითარების საქმეში. ,,შუახევი ჰესის“ პროექტის ფაგლებში კომპანიას სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი აქვს 6 000 000 ლარი, რომელიც დაიხარჯება ადგილობრივი მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სოციალურ პროექტებზე.
,,შუახევი ჰესის’’ პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.