Geo

    სიახლეები

     სიახლეები
    სექტემბერი 17, 2013

    შუახევის მშენებლობის პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალი

    დღეს,  კომპანიის მფლობელები და საქართველოს მთავრობის  წევრები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნიან შუახევი ჰესის მშენებლობისა და ოპერირების პროექტს.

    პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალი, მდ. აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე დაგეგმილი კასკადის ერთ-ერთი საფეხურის – 183 მეგავატიანი შუახევის ჰიდროენერგო პროექტის მშენებლობის დაწყების საწინდარი გახდება.  პროექტს ერთობლივად ახორციელებენ ქლინ ენერჯი გრუფი, ტატა ფაუერი და IFC InfraVentures რომელიც IFC-მ (საერთაშიროსო საფინანსო კორპორაციამ), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, პროექტების ადრეულ სტადიაზე განვითარების მიზნით დაიწყო.

    შუახევი ჰესის პროექტით გათვალისწინებულია 2 კაშხლისა და წყალსაცავების მოწყობა. მდ. ჩირუხისწყლის სხალთის ხეობაში გადაგდებით შეიქმნება მცირე წყალსაცავი და 5,8 მეგავატი სიმაძლავრის ძალური კვანძი. ძირითადი ძალური კვანძი (178მგვტ) განთავსდება შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც შეიკრიბება მდინარეების აჭარისწყლის, სხალთისა და ჩირუხის   წყლები.

    შუახევის ჰიდროენერგო პროექტი დღემდე საქართველოში განხორციელებული ერთ- ერთი უმსხვილეს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია  და ქვეყნისთვის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იქნება.  ამასთანავე, შუახევის ჰიდროენერგო პროექტი  ხელს შეუწყობს რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის ამაღლებას, რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მუნიციპალიტეტების საგადასახადო შემოსავლების ზრდას.

    კონტრაქტორმა კომპანიამ AGE, რომელიც პროექტში სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს, აჭარისწყლის ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის მშენებლობის დაწყება ოქტომბრის პირველ რიცხვებში იგეგმება და 3 წელი და 9 თვე გაგრძელდება. შუახევის ჰესის ოპერირება დაიწყება  2017 წლის მეორე ნახევარში.