Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    აგვისტო 22, 2011

    ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის სამუშაო ვერსიის პროექტი

    მდ. აჭარისწყლის 400მგ.ვტ-იანი პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშის სამუშაო ვერსიის პროექტი გამოქვეყნდა საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით. მოსალოდნელია, რომ აჭარისწყლის ჰიდროენერგო პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას იქონიებს, კერძოდ:

    • პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას პროექტის მშენებლობისა და ოპერირების ფაზაში;
    • იმ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, სადაც ინფრასტრუქტურა იქნება განთავსებული, მიიღებენ თანხებს ქონების გადასახადის სახით;
    • გაუმჯობესდება აჭარისწყლის ხეობის ინფრასტრუქტურა;
    • შემცირდება სათბურის აირების გამოყოფა;
    • გაუმჯობესდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგოსისტემის სტაბილურობა.

    ბსგზშ-ს ანგარიში აფასებს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ზეგავლენასა და პოტენციურ რისკებს. იგი ასევე მოიცავს სხვადასხვა შემარბილებელ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს  რისკების თავიდან აცილებას, მათ მინიმუმამდე შემცირებას და კომპენსირებას საქართველოს კანონმდებლობისა და IFC-ის  2012 წლის გარემოს დაცვისა და სოციალური სტანდარტების შესაბამისად.

    IFC Infra Ventures-მა  „ქლინ ენერჯი გრუფს“ წარედგინა თავისი მოსაზრებები ბსგზშ-ს მომზადების პერიოდში, მათ შორის,ბსგზშ-ს პირობები, ბსგზშ-ს სკოუპინგის დოკუმენტი და ასევე  ურჩია თუ როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი IFC-ის მოთხოვნების შესაბამისად.

    აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვის თარიღები განისაზღვრა შემდეგნაირად:

    • 2012 წლის 8 ივნისს 11 საათზე; მისამართზე: ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქ. N1; (გამგეობის შენობა);
    • 2012 წლის 8 ივნისს 16 საათზე – შუახევის მუნიციპალიტეტი, დაბა შუახევი, თამარ მეფის ქ. N30; (გამგეობის შენობა);
    • 2012 წლის 9 ივნისს 11 საათზე – ქედის მუნიციპალიტეტი, დაბა ქედა, კოსტავას ქ. N1; (გამგეობის შენობა);
    • 2012 წლის 9 ივნისს 16 საათზე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, დაბა ხელვაჩაური, აღმაშენებლის ქ. N21; (გამგეობის შენობა).

    შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ მზადაა მიიღოს და განიხილოს საზოგადოების წარმომადგენლების შენიშვნები და მოსაზრებები თუ ისინი 2012 წლის 26 მაისს 18 საათამდე წერილობითი სახით იქნება წარმოდგენილი ჩვენს ოფისში.