პრეს რელიზი
ივნისი 01, 2024
ოჯახის წევრების დღე
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ“ თანამშრომლების ოჯახის წევრებს შუახევის ჰიდროელექტრო სადგურში უმასპინძლა. ეს ღონისძიება იყო საუკეთესო შესაძლებლობა გასცნობოდნენ შუახევი ჰესს და მეტი ინფორმაცია მიეღოთ ქართულ ენერგო სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში მათ მიიღეს ინფორმაცია შუახევი ჰესის შესახებ, გაეცნენ კომპანიის მიღწევებს და თითოეული დეპარტამენტის საქმიანობასა და როლს. სტუმრებმა დაათვალიერეს შუახევის ჰიდროელექტროსადგური და დიდაჭარის კაშხალი, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ კომპანიის საქმიანობის მასშტაბი.
დღე გართობითა და სხვადასხვა აქტივობებით დასრულდა.