პრეს რელიზი

5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა!
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა.
ღონისძიების ფარგლებში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი ნარჩენების მეორად გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსწავლეების მიეცათ დავალება შეექმნათ ნივთები ან მაკეტი ნარჩენი მასალისგან.
კონკურსმა სკოლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, შემოვიდა ათეულობით განაცხადი და შეირჩა სამი საუკეთესო პროექტი, რომლებიც გამოირჩეოდა კრეატიულობით და გამოყენებული ნარჩენების მრავალფეროვნებით.
გამარჯვებული პროექტების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები, ასევე საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ შუახევის ჰიდროელექტროსადგური და გაცნობოდნენ სამუშაო პროცესს.
აღნიშნულ ღონისძიება მნიშვნელვანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით და ეხმიანება წლევანდელი წლის თემას - დედამიწა პლასმასის გარეშე.