პრეს რელიზი

ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი შუახევი ჰესზე
ენერგოკომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიამ" ტაჯიკეთის დელეგაციას შუახევის ჰიდროელექტროსადგურში უმასპინძლა.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილე საფარზოდა მანუჩეჰრ ბახოდური. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები.
აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა სტუმრებს გააცნო შუახევის ჰესის ოპერირების სტანდარტები, მდგრადი პრაქტიკები და თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ობიექტზე დანერგილია.
მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებასა და გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას განახლებადი ენერგიის სექტორში. აჭარისწყალი ჯორჯია ყოველთვის ღიაა გლობალური თანამშრომლობისა და დიალოგისთვის, მზად არის გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებისთვის.