Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ნოემბერი 03, 2026

    აჭარისწყალი ჯორჯია STEM ბანაკს აფინანსებს

    აჭარისწყალი ჯორჯიას მხარდაჭერით და შუახევის მერიის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის 20 მოსწავლემ სამდღიან STEM ბანაკში მიიღო მონაწილეობა.

    ბანაკის ფარგლებში მონაწილეებმა ინოვაციური მეწარმეობის, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მიკროელექტრონიკის საფუძვლები შეისწავლეს. მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს, პრაქტიკული უნარები განივითარეს და საკუთარი იდეები ჭკვიან მოწყობილობებად აქციეს. 

    ახალგაზრდებისთვის ასეთი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა და მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო უნარების განვითარება ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს: ხარისხიანი განათლება (მიზანი 4) და ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (მიზანი 8).

    შუახევი ჰესის ხელმძღვანელის, აბიჯიტ ბაგატის განცხადებით, ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა ქვეყნის განვითარებაში ინვესტირებაა.

    „ახალგაზრდების განათლებაში ინვესტირება ქვეყნის მომავალში ინვესტირებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მათ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დავეხმაროთ, რათა მზად იყვნენ მომავალი პროფესიული გამოწვევებისთვის და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა აბიჯიტ ბაგატმა.