პრეს რელიზი
შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სკოლის მოსწავლეებთან ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. 21 დეკემბერს პირველი შეხვედრა ჩატარდა სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა – კომპოსტირება – ორგანული პროცესი, რომლის დროსაც ხდება ორგანული ნივთიერებების, კერძოდ კი ორგანული ნარჩენების (ხილი, ბოსტნეული, ჩამოცვენილი ფოთლები) ბუნებრივი დაშლა, რომლის შედეგად მიღებულ მასას შეუძლია გაამდიდროს ნიადაგი და გამოიყენება ორგანულ მეურნეობაში, როგორ მოვამზადოთ კომპოსტი, მისი გამოყენების მნიშვნელობა და ა.შ.
დიდაჭარის სკოლის ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ 25 დეკემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სოფელ ახალდაბის სკოლის მოსწავლეებთან.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა თემებზე სამომავლოდაც გააგრძელებს.