პრეს რელიზი
ბიზნესის ეთიკა და კორპორაციული პასუხისმგებლობა
დღეს, რედისონ ბლუ ივერიაში, პაშა ბანკის ორგანიზებით კონფერენცია – განახლებადი ენერგიის განვითარება საქართველოში ჰიდროენერგო სადგურების მაგალითზე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები წარმომადგენლები.
კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა კონფერენციის ფარგლებში ისაუბრა ბიზნესის ეთიკაზე და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
რონი სოლბერგის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია მოიცავდა კომპანიაში არსებული ეთიკის მაღალ სტანდარტს და კომპანიის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებს.
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევიჰესის მშენებლობას რამდენიმე თვეში ასრულებს, სოციალური პროექტები, რომლის მიზანიც მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარებაა ოპერირების ბაზაზეც გაგრძელდება.