Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ნოემბერი 16, 2016

    კერძო სექტორი სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს დააფინანსებს

    სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU), სასტუმრო თბილისი მერიოტში,  საქართველოში კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდის (PPPF) პრეზენტაცია გამართა. ფონდის მთავარი მიზანია კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი თანხები სტიპენდიებისთვის, რაც საშუალებას მისცემს SDSU საქართველოს წარჩინებულ სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებში.

    ფონდის მიერ მოზიდული თანხები აგრეთვე მოხმარდება სტუდენტების ინოვაციური და კვლევითი პროექტების განვითარებასა და მათ გაცვლით სასწავლო ვიზიტებს სან დიეგოს მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში.

    პარტნიორობის ფონდში ჩართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესთავაზონ სტაჟირება და დასაქმება. SDSU პარტნიორ ორგანიზაციებს აგრეთვე შესთავაზებს ტრენინგებს, კადრების პროფესიულ გადამზადებას, აშშ-ში მოღვაწე ბიზნესებთან თანამშრომლობის და სხვა საინტერესო შესაძლებლობებს.

    პრეზენტაციაზე გამოცხადდა იმ სტუდენტთა ვინაობა, რომლებმაც უკვე მიიღეს სრული ან ნაწილობრივი სტიპენდიები კომპანიებისგან და დაიწყეს ფონდთან თანამშრომლობა. სტიპენდიის სერთიფიკატები სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს  თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ  პაატა ღაძაძემ და კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა.

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ პრიორიტეტი, აჭარაში მცხოვრები სტუდენტების მხარდაჭერაა, კომპანია სან დიაგოს უნივერსიტეტთან სამომავლოდაც გეგმავს თანამშრომლობას და სტუდენტების მხარდაჭერას. განათლების მხარდაჭერა ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.