პრეს რელიზი
ინვესტიცია განათლებაში
საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ღონისძიებას დაესწრნენ – ინვესტიცია განათლებაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კომპანიის მიერ მაღალმთიან აჭარაში დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია და წარმატებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელთა სწავლასაც აჭარისწყალი ჯორჯია აფინანსებს, განთლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი, საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და კომპანიის მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორი ზვიად დიასამიძე.
კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს, შუახევიჰესის მშენებლობას ახორციელებს. კომპანია ერთობლივი საწარმოა შექმნილი ინდური კომპანია Tata Power-ის ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ .ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე. კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.. კომპანიის პრიორიტეტია განათლების და ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა მაღალმთიან აჭარაში.
შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად, კომპანია ახორციელებს 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აჭარაში, რომლის მიზანიც რეგიონის გრძელვადიანი განვითარებაა. პრიორიტეტული მიმართულება – განათლების და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ყველა სოციალური პროექტი იგეგმება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის, მიზნობრივი პროგრამების, აჭარის განათლების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის ჩართულობით.