Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    სექტემბერი 09, 2016

    რონი სოლბერგმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

    8 სექტემბერს, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ჰიდრო ენერგეტიკული პოტენციალის განვითარება.“ რონი სოლბეგმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და შუახევი ჰესის მშენებლობა გააცნო, პროექტის - რომელიც საქართველოს ენერგო სექტორში უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტს წარმოადგენს. 

    ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“ ჩატარდა ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, ნორვეგიის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დელეგაციები. კონფერენცია გახსნა ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და ყირგიზეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნურლან საბუკოვმა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის წარმომადგენლები.

    აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო ენერგეტიკულ სექტორში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, ახალი ინვესტიციის მოძიება და საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვა.

    კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე ეწვივნენ შუახევი ჰესს და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.