Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    მაისი 23, 2016

    ტრენინგები ადგილობრივი მეფუტკრეებისთვის

    დღეს ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში მეფუტკრეობის ტრენინგის მორიგი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს ახორციელებს საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია, ასოციაცი მაჭახელას თაფლი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას ფინანსური მხარდაჭერით.

    პროექტის მიზანია ფუტკრის  პროდუქტიულობის გაზრდას და ფერმერთა შემოსავლის ზრდას შეუწყოს ხელი.  პროექტის ფარგლებში მეფუტკრეები  თეორიულად და ტექნიკურად შეისწავლიან როგორც ფუტკრის მოვლის თანამედროვე მეთოდებს, ასევე ბიზნესის გაფართოვებისა და ბაზართან დაკავშირების გზებს.

    პროექტის ფარგლებში გადამზადდება 40 ადგილობრივი მეწარმე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტიდან. პროექტის დასრულების შემდგომ მსმენელები მიიღებენ ფუტკრის სკებს ოჯახებით და ყველა სჭირო აღჭურვილობას.

    პროექტი გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში.