Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    აპრილი 09, 2016

    ინვესტორის ანგარიში

    ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტის კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  და გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორის  აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) ანგარიშს დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ( EBRD, ADB, IFC) და ენერგო სექტორში მომუშავე ექსპერტები.

    ღონისძიება ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კირე ოლაფ იოჰანსენი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი.

    კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს, შუახევიჰესის მშნებლობას ახორციელებს. კომპანია ერთობლივი საწარმოა შექმნილი ინდური კომპანია Tata Power-ის ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის მიერ. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს.  პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე.

    შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი დასრულებულია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე  კი პროექტი მთლიანად სრულდება და გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს, რის შემდგომაც საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება, რაც თვის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში.

    ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლება.  კომპანია  სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. კომპანია მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარების მიზნით ახორციელებს სოციალურ პროექტებს რეგიონისათვის პრიორიტეტული მიმართულებებით: განათლება და ცნობიერების ამაღლება, თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული პროექტები.

    პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ  ბიუჯეტში, რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას.

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“  მოწოდებულია  დაიცვას გარემო , პროექტის მშენებლობის არეალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც მშენებლობის ფაზაზე ასევე მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ. გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირების მიზნით კომპანია ახორციელებს შემარბილებელ და  საკომპენსაციო ღონისძიებებს.  ყოველდღიურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

    შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

    „დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორიცელებას  აღვნიშნავთ. ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი ჩვენი ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ჩვენი მიზანია, მოხდეს ენერგო რესურსების რაციონალური ათვისება, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.   აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და  წამყვან კოპმანიებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი საწინდარია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, რომელიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებასთან მჭიდრო კავშირშია.  სწორედ, EBRD-ის, IFC-ის, ADB-ის, TATA Power-სა და  Clean Energy Invest-ის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია 416 მლნ აშშ დოლარის ინევესტიცია ენერგეტიკის სექტორში, რომლის ფარგლებში ასევე განხორციელდა სოციალური პროექტები ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.“- განაცხადა  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ.

    „ჩვენ მიგვაჩნია, რომ შუახევიჰესის წარმატება ნიშნავს მაღალმთიანი აჭრის გრძელვადიან განვითარებას. სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენთვის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ  მაღალმთიან აჭარაში. ვაშენებთ გზებს, წყლის სისტემებს, ვახორციელებთ სკოლების და ბაღების რეაბილიტაციას, ადგილობრივი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროექტები. გარდა ამისა რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა, ვეხმარებით ადგილობრივ მცირე ბიზნესს განვითარებაში, როგორც თეორიული სწავლებით ასევე ფინანსურად. ჩვენი მთავარი მიზანია შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად განვითარდეს რეგიონი სადაც  ჩვენ საქმიანობას ვეწევით.“ –  განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კომპანიის აღმასრულებელიმა დირექტორმა  რონი სოლბერგმა.