Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ka.Feb 23, 2016

    აჭარისწყალი ჯორჯია 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს

    დღეს, ენერგოკომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას'' (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით მიმართა. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე  და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში.

    ,, სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, კომპანია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად როცა თვისი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარების პროცესში. ყველა სოციალური პროექტის მიზანი, რომელსაც აჭარაში, შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად ვახორციელებთ, რეგიონის გრძელვადიანი განვითარებაა.“ –  განაცხადა რონი სოლბერგმა.

    აჭარის რეგიონის გრძელვადიანი განვითარება კომპანიის გაცხადებული პრიორიტეტია და ამ მიზნით 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს. ადგილობრივი თემების განვითარება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და დაფინანსება, განათლების და ცნობიერების ამაღლება, სოფლის მეურნეობის დარგების მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის განვითარება მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა რასაც კომპანია, შუახევიჰესის მშენებლობის არეალში ახორციელებს.

    კონფერენციაში საქართველოს ბიზნეს სექტორის წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ.