Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ნოემბერი 05, 2015

    ტყეებში ღამურის ბუდეები განთავსდა

    შუახევიჰესის  მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიებზე, დიდაჭარის, სხალთისა და ახალდაბის ტყეებში, ხელფრთიანების – ღამურების 25 ბუდე დამონტაჟდა (5-დიდაჭარაში, 10 სხალთაში და 10 ახალდაბაში).  აღნიშნულ ღონისძიებას ბიომრავალფეროვნების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა.

    ღონისძიების განხორციელება დაევალა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფსოვს”, რომელიც შუახევიჰესის პროექტის ფარგლებში იკვლევს ფაუნის ბიომრავალფეროვნებას. ბუდეების დამონტაჟებას ესწრებოდნენ დიდაჭარის, სხალთისა და ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11-12 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები. ჩატარებული ღონისძიება ერთგვარი  პილოტ-პროექტია, რომელიც ითვალისწინებს საცდელ დაკვირვებას შემდგომი ქმედებებისათვის.

    სამომავლოდ, შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, იგეგმება დამატებით 50 ბუდის დამონტაჟება პროექტის. არეალში.