Geo

    პრეს რელიზი

     პრეს რელიზი
    ივნისი 06, 2015

    გარემოს დაცვის დღე!

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ მეფუტკრეობის მხარდაჭრის პროექტს ახორციელებს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგის მეორე ეტაპი 24 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.

    დღეს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“  წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილე  ადგილობრივ მაცხოვრებლებს  მიუყვანეს ფუტართა ოჯახები, გადასცეს სკები და ყველა საჭირო აღჭურვილობა.

    კომპანიის მიერ ინცირებული სოციალური პროექტები იგეგმება  მუნიციპალიტეტების, მოსახლეობის და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. მეფუტკრეობის პროექტს, ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.

    მეფუტკრეობის პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიარა 49 ადგილობრივმა მოსახლემ, მათ შორის 22 შუახევიდან ხოლო 27 ხულოდან.

    კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ტრადიციული დარგების აღორძინებას, ადგილობრივ ფერმერებს დაეხმაროს ბიზნესის წარმატებულად დაწყებასა და განვითარებაში, ახალი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაში.